თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 8 სექტემბერს ღრუბლიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
მზე 06:34 საათზე ამოვა და 19:22 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური კი 29 გრადუსია ნავარაუდევი. იქროლებს სუსტი ჩრდილო-დასავლეთი ქარი წამში 3-4 მეტრი სიჩქარით.