COVID-19 საქართველოში: ერთ დღე-ღამეში 8,5 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა

© Sputnik / Alexander Imedashvili„პისიარ“ ტესტირება ბათუმში
„პისიარ“ ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არაა, განაცხადა საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა

თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 7 079 PCR-ტესტი და 1,5 ათასი ექსპრეს-ტესტი გაკეთდა, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 1 650 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 310 ადამიანი. გარდაიცვალა 19 პაციენტი. გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 29 ახალი შემთხვევა.

„პისიარ“ ტესტირება - Sputnik საქართველო
ხუთი უცნობი წყარო - დეტალები COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ

„ჩვენ დღეს კარანტინში გვყავს 6080 ადამიანი. 1310 არის გამოჯანმრთელებული, რაც 80 პროცენტია საერთო მაჩვენებლის და სიკვდილი 19-ია. ეს არის 1,15 პროცენტი. ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. თუმცა გაჩნდა ტენდენცია შემცირებისა ბულვარის კარვებში, 600-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ხუთ პოლიკლინიკაში გვაქვს კვლევები ბათუმში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ხუთ შემთხვევაში ბათუმში გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მან ასევე ისაუბრა სხვა კლასტერებზე, რომლებიც ეპიდემიოლოგების გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს.

„ყურადღებას იპყრობს ასევე რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული „ავერსის“ კლასტერი. ამასთან, მნიშვნელოვანი ხდება გარკვეულწილად, გურიის შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ კორონავირუსი დადასტურდა აჭარის ტელევიზიაში. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობენ და ჯერ „კოვიდ-19“ ერთი თანამშრომლის გარდა, არც ერთს არ დაუდასტურდა.

„აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. კარგია, რომ ყველა გამოკვლეული, გარდა ერთი შემთხვევისა, უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაკვირვება სჭირდებათ. დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება, მაგრამ ეპიდემიოლოგებს თვითიზოლაციაში გადაჰყავთ, ვინც საჭიროა. შესაბამისად, ეს პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქორწილი - Sputnik საქართველო
ჩამოყალიბდება თუ არა ქორწილის კლასტერი: გურიაში ეპიდკვლევა დაიწყო

რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის მიერ მუშაობის შეწყვეტას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ეს ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციაა“.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი რეგულაციების გამკაცრება, ანდა საგანგებო მდგომარეობის შემოღება ცალკეულ რეგიონებში, გამყრელიძემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება დღის წესრიგში არ დგას.

„ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა, ვიდრე არ იქნება ეთიოტროპიული წამალი, ან პირდაპირ ვაქცინა არ შემოვა ხმარებაში, ამიტომ თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებაზე არ ვიმსჯელებთ, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიკროღონისძიებების გამკაცრებას, რაც გამოყენებული იყო მესტიაში, ყარაჯალაში ბოლნისში და სხვაგან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ჩვენ ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ გამოვლინდა >>

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 27 მილიონს აჭარბებს. დღე-ღამური მაჩვენებელი 250-დან 300 ათასამდე მერყეობს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაცია.

ყველა ახალი ამბავი
0