საქართველოში კარანტინის ვადა შეიძლება კიდევ შემცირდეს

© Sputnik / Vladimir Umikashvili სასტუმრო რუსთავში
სასტუმრო რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი დღემდე უკმაყოფილოა კარანტინის ხანგრძლივობით და საკარანტინე ზონებში ცხოვრების პირობებით

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მუშაობენ სავალდებულო კარანტინის და იზოლაციის საკითხზე, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნებული ყველა მოქალაქეს ეხება. ეს ვადები 12-დან 8 დღემდე შეიძლება შემცირდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

Covid-19 საქართველოში: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო >>

დღეისათვის უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე, ან ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს 12 დღის განმავლობაში. ადრე ეს ვადა 14 დღეს შეადგენდა. ასეთივეა თვითიზოლაციის ვადა.

„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიზმი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა ბრიფინგზე გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
„ნახევარი საქართველო იყო ჩამოსული“: გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვას ურჩევს

გარდა ამისა, მოქმედი წესების მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ყველა პირი ვალდებულია წარმოადგინოს კორონავირუსის ტესტი, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათით ადრეა გაკეთებული. ის ადამიანები, რომლებიც კარანტინში ყოფნას არ ისურვებენ, 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ადრე ეს ვადა ასევე 14 დღეს შეადგენდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამის შემდეგ საკარანტინო ზონები ქვეყნის საუკეთესო სასტუმროებში მოეწყო. იქ 12 დღის განმავლობაში კარანტინში მყოფ ყველა პირი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით და კვებით.

დღეისათვის საქართველოში კარანტინში 6 020 მოქალაქე იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0