რთველი 2020: კახეთში 5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებულია

© photo: Sputnikრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთველში სულ უფრო მეტი ფერმერი და ღვინის საწარმო ერთვება. უკვე დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 160 კომპანია.

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. „რთველი 2020"-ის ფარგლებში, ქარხნებში სხვადასხვა ჯიშის 5 ათასი ყურძენია ჩაბარებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ვაშლი - Sputnik საქართველო
ყურძნის შემდეგ ვაშლი: რა დახმარებას მიიღებენ კომპანიები

5 სექტემბრის მონაცემებით, საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში ფუნქციონირებს, დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 160 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 30 ღვინის საწარმო.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა" და „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის" ან „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0