სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით სავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას აღარ იწვევს.
მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს. კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა.
View this post on Instagram
სოციალური ქსელების მის გვერდებზე პოზიტიური კომენტარები არ წყდება. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ.
სოციალურ ქსელში კესომ „ფოლოვერები“ შოკში ჩააგდო. ბენზინგასამართი სადგურზე გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ კესარია ბენზინის ჩასასხმელს პირს უმიზნებს და ეს–ესაა უნდა დალიოს.