თბილისი, 4 სექტემბერი ― Sputnik. YouTube-ბლოგერმა კრისტიან ჰენბიმ გამოაქვეყნა პრანკი, რომელშიც ასახულია, როგორ ჩაუსხა შეყვარებულს აბაზანაში ქაფთან ერთად ქსოვილის საღებავი, იუწყება РИА Новости.
ვიდეომ, რომელიც ბლოგერის Instagram-ზე გამოქვეყნდა, აღაშფოთა მისი ხელმომწერები, ვინაიდან ახალგაზრდა ქალი ერთიანად ლურჯად შეიღება აბაზანის მიღების დროს.
პირსახოცშემოხველი გოგონა გაბრაზებული გამოვიდა სააბაზანოდან, ჰენბი კი იცინოდა და მას „მსოფლიოში ყველაზე ბოროტ სმურფს“ ეძახდა. ამის გამო იუზერების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ბლოგერი და ქალის მიმართ ელემენტარული პატივისცემის არქონაში დასდო ბრალი.