საქართველოში „ქართველი შინდლერის“ და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გახსნეს

© photo: Itsik Moshe / FBსაქართველოში „ქართველი შინდლერის“ და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გახსნეს
საქართველოში „ქართველი შინდლერის“ და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გახსნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველებმა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებიდან ადამიანების გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ერთ-ერთი ასეთი გმირი სერგო მეტრეველი იყო

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს დასავლეთში, ქალაქ ონში, ჰოლოკოსტის მსხვერპლსა და „ქართველ შინდლერს“ სერგო მეტრეველს მემორიალი გაუხსნეს.

თბილისში "ქართველი შინდლერების" პარკი გაიხსნება >>

ღონისძიება ებრაული კულტურისა და ევროპის საბჭოს მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის მხარდაჭერით ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარდა.

ძეგლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებმა და სტუმრებმა ისრაელიდან. მემორიალის გახსნის შემდეგ ღონისძიების მონაწილეები ონის სინაგოგისკენ გაემართნენ, რომელსაც წელს 125 წელი შეუსრულდა. ეს საქართველოში სიდიდით მესამე სინაგოგაა. ის აღიარებულია ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლად.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახსოვრად - Sputnik საქართველო
„მსოფლიოს ხალხთა წმინდანი“ ქართველი „შინდლერი“ - სერგო მეტრეველი

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე და „ქართველი შინდლერის“ სახელის უკვდავყოფაზე მუშაობს, ეს ძეგლი კიდევ ერთი მყარი ხიდი გახდება საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიოს ებრაელთა შორის.

მეტიც, „ისრაელის სახლმა“, რომელიც საქართველოში ევროსაბჭოს მიერ დაფუძნებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ოფიციალური წარმომადგენელია, ონში გახსნილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი შეიყვანა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალ მარშრუტებში. როგორც მოშემ აღნიშნა, მემორიალი რეგიონში ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდება და უცხოელ ტურისტებს მოიზიდავს.

ქართველებმა დიდი როლი ითამაშეს ათასობით ადამიანის გათავისუფლებაში ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებიდან. მათ შორის იყო სერგო მეტრეველი, რომლის სახელიც იერუსალიმის მემორიალურ სამუზეუმო კომპლექსშია უკვდავყოფილი. 1942 წლის აგვისტოში გერმანელები ქალაქ კისლოვოდსკს მიუახლოვდნენ. მეტრეველი, რომელიც კისლოვოდსკის ღვინის ქარხანაში მუშაობდა, რამდენიმე ებრაულ ოჯახს დაეხმარა - მას 16 დღე მიჰყავდა დევნილები მთის ბილიკებით, რათა უსაფრთხო ადგილას, მშობლიურ ქართულ სოფელ უწერამდე მიეყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0