საქართველოში ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერისა და ნოუთბუკის ეკრანები
კომპიუტერისა და ნოუთბუკის ეკრანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა - მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ევროპის ინფორმატიკის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში 2-6 სექტემბერს რეკორდული რაოდენობის - 30 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს. აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.

ქართველი მოსწავლეები, eJOI ოლიმპიადის პრიზიორები - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეები ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ

ოლიმპიადა 2 სექტემბერს ელექტრონულ ფორმატში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიასა და ოლიმპიადის პრეზიდენტის გიორგი მანდარიას მისალმების შემდეგ მოხდა ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების წარდგენა.

ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით 2021 წლის ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, ტრადიციულ ფორმატში კვლავ საქართველოს ორგანიზებით გაიმართება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ მაღალ დონეზე უზრუნველყო 2020 წლის ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დღეს, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ონლაინ ჩატარება შესაძლებელია“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

პირბადიანი ახალგაზრდა მამაკაცი - Sputnik საქართველო
„შეთქმულების თეორია“, ანუ გჯერათ თუ არა, რომ 5G ტექნოლოგიას კორონავირუსთან აქვს კავშირი

წელს საქართველომ, ძირითადი გუნდის გარდა, წარადგინა დამატებით გუნდი, რომელიც ოლიმპიადაში კონკურსგარეშე მონაწილეობს. საქართველოს გუნდები ოლიმპიადისთვის ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის საფუძველზე და ასაკობრივი შეზღუდვის გათვალისწინებით დამატებით შესარჩევი ტურის შედეგად შეირჩა.

გამარჯვებული გუნდები - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები - შესარჩევი ტურების შედეგად გამოვლინდებიან. ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 6 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა - მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0