პირბადეები სავალდებულოა: თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლი მკაცრდება

© Sputnik / Alex Shlamovმგზავრები მეტროში
მგზავრები მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ადგილებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების კონტროლი დაავალა

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში პირბადეების ტარების რეკომენდაციის დაცვის მკაცრი კონტროლი დაავალა.

თბილისის ტელეანძა ტურისტული ობიექტი გახდება >>

როგორც კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის შენობაში და ყველა სხვა დაწესებულებებში საჭიროა პირბადეების ტარება. საქალაქო სამსახურების თანამშრომლებს შესაძლებლობისდაგვარად დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია მიეცათ.

„დღეს ქვეყანაში 38 ახალი ინფიცირებული გვყავს, ამიტომ შესაბამის სამსახურებს მინდა დავავალო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად გაკონტროლდეს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებლად პირბადეებით უნდა იყონ.

ბიბლიოთეკა  - Sputnik საქართველო
თბილისში ბიბლიოთეკები 15 სექტემბრიდან გაიხსნება

„მაქსიმალურად დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა. მან მოუწოდა მერიას გაამკაცრონ კონტროლი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე სავაჭრო ობიექტებზე.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 38 შემთხვევა ერთ დღე-ღამეში. მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 17 აპრილს გამოვლინდა - 34 შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1548 შემთხვევა გამოვლინდა. დღეს კლინიკებიდან გაეწერა 17 ადამიანი, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 215  პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0