ეზუგბაია: კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას" კლასტერიდანაა

გამოწერა
ბათუმში კორონავირუსის ინფექცია საკონდიტრო საწარმო „დონას" კონსულტანტს გუშინ დაუდგინდა. ამ დროისთვის მაღაზია „დონა" დროებით დაკეტილია, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ტესტირება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას" უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, ოთხი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

„ხუთ პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით", – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 251 ინფიცირებული მკურნალობს. ამჟამად კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 15 პაციენტი.

ეპიდემიოლოგების მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 82%.

ბათუმში კორონავირუსის ინფექცია საკონდიტრო საწარმო „დონას" კონსულტანტს გუშინ დაუდგინდა. ამ დროისთვის მაღაზია „დონა" დროებით დაკეტილია, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1548 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 215 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0