მსახიობმა ზურა ყიფშიძემ „სიცრუის დეტექტორში” არ დამალა, რომ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი ფილმის „მიდიოდა მატარებელის“ გამო რცხვენია.
„ფილმის „მიდიოდა მატარებელი” გამო მრცხვენია. მარტო ჩემ გამო კი არ მრცხვენია, ყველას გამო მრცხვენია. რეჟისორისაც მრცხვენია და… მითქვამს ეს მისთვის. არ მომწონს ასეთი ფილმები. ადამიანმა რომელმაც შექმნა ორი შედევრი – „ალავერდობა” და „ფიროსმანი”, „ხარება და გოგიაც” გადასარევია, „მაცი ხვიტიაც”... ეს ფილმი არ მომწონს, ჩემი ძაღლი თამაშობს იმ ფილმში ყველაზე კარგად“, - განაცხადა ყიფშიძემ.
პოპულარულ მსახიობს ზურა ყიფშიძეს შესრულებული აქვს არაერთი თეატრალური, თუ კინოროლი. ზურა ყიფშიძეს ორი შვილი – გიორგი და ლენუკა ჰყავს. და-ძმა ნაადრევად დაოჯახდა და ახლა ერთი ასაკის შვილები ჰყავთ. ლენუკა ყიფშიძე ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება და მის ოჯახს ნაკლებად იცნობენ.