საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების თარიღს დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ქვეყანაში არჩევნებამდე 60 დღით ადრე ცხადდება.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღსა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს ტარდება. წელს ეს დღე 31 ოქტომბერს ემთხვევა. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ქვეყანაში არჩევნებამდე 60 დღით ადრე ცხადდება.

წელს საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

ყველა ახალი ამბავი
0