ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში: რა ვითარებაა ადგილზე

© photo: Emergency Management Service / FBხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში
ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესო ამირანაშვილი აცხადებს, ვერტმფრენის ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ცეცხლი ტყე-ბუჩქნარს უკიდია, აცხადებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესო ამირანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ამირანაშვილის თქმით, ვერტმფრენის ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

„ამ ეტაპზე მიდის ქრობითი სამუშაოები. სახანძრო სამაშველო სამსახური მობილიზებულია სრულად. როგორც მათგან მაქვს ინფორმაცია, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. ცეცხლი უკიდია ტყე-ბუჩქნარს. ვერტმფრენის ჩართულობაც ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ვფიქრობთ, ხვალ დილით უნდა მოხდეს სრულად ლოკალიზება. მოსახლეობისგან საკმაოდ შორს არის“, -განაცხადა გუბერნატორმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0