„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფისის ყველა თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ და ამ დროისთვის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, პარტიის პრესსამსახური ინფიცირების ფაქტს ადასტურებს.

ინფექციის დადასტურების შემდეგ გატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდათ კონტაქტი, იზოლაციაში გადავიდნენ.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია: მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

გარდა ამისა, ოფისის ყველა თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ და ამ დროისთვის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლების ტესტირება მანამდე გაგრძელდება, სანამ ინფიცირებულის ყველა კონტაქტი არ იქნება შემოწმებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში შვიდით გაიზარდა და 1469-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0