წარმოშობით ქართველმა რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ჟურნალისტმა და ბიზნესვუმენმა თინა კანდელაკმა ჟურნალისტების კითხვებს სოციალურ ქსელში უპასუხა. „რას ვეტყოდი საკუთარ თავს 18 წლის ასაკში“ – ამ კითხვაზე თინას წლების შეუცვლელი პასუხი აქვს: „ნურაფრის გეშინია და არაფერზე ინანო. არავის არაფერი სთხოვო, უბრალოდ ჩუმად წინ გადადგი ნაბიჯები“. მან ვრცელ პოსტს საკუთარი ძველი ფოტოებიც დაურთო.
ხშირად აღნიშნავს, რომ საკუთარი გარეგნობა არასდროს მოსწონდა და არ იყო სასურველი ქალბატონი. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა. მას ჰყავს საყვარელი მამაკაცი, რომელიც 11 წლით უმცროსია და ორი განსაკუთრებული გარეგნობის შვილი. მისი მეუღლე 33 წლის არის, ხოლო თინას ნოემბრის თვეში 44 შეუსრულდა. წყვილი ურთიერთობას არ მალავს, მაგრამ მათ ერთობლივ ფოტოებს იშვიათად წააწყდებით.
Матч ТВ-ს გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი რამდენიმე წელია ახალ პარტნიორთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მისი ახლანდელი შეყვარებული ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა. წარმატებული ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი სიახლეებს არ უშინდება. სოციალური ქსელის მეშვეობით ერთგვარ მოტივატორადაც იქცა და ახლა ადამიანებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და კოლეგებს პროფესიულ რჩევებს აძლევს.
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ ერთ-ერთ ბიზნესმენთან ერთად ნიცაში ავტოავარიის შედეგად ხელი დაეწვა და რამდენიმე ტატუ სწორედ დამწვარ კანზე აქვს. ამ იდუმალი შემთხვევის შესახებ მასმედია დღემდე საუბრობს, ხოლო თინა საგულდაგულოდ მალავდა, თუ ვისთან ერთად მოგზაურობდა. საქართველოში თინა ხშირად ჩამოდის.
თბილისობის დღესასწაულზე შვილებთან ერთად ქართული სიმღერა შეასრულა, აკომპანირებას კი ვაჟი უწევდა. მოგვიანებით ბიზნესმენ ქმართან და შვილებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ოჯახის წევრების გარდა თინამ მეგობრებიც ჩამოიყვანა. მას თბილისში ბავშვობის მეგობრებიც დახვდნენ. კანდელაკმა დაბადების დღე მცხეთაში გადაიხადა, რასაც Instagram-ზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა.