მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანეობას აბრალებენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. როგორ ჩანს, პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთზე შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურად ზემოქმედებენ. ჯანეტმა დაოჯახების შემდეგ რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. ამჯერად კი ნოემ გადაწყვიტა თაყვანისმცემელს დამაინტრიგებლად უპასუხოს.
„ჯანეტი უფრო გიყვარს თუ ვარჯიში?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა მომხმარებელმა პროდიუსერს. ნოემ გადაწყვიტა მეტი ინტრიგა დათესოს და კითხვას რამდენიმე წამში, თუმცა გულწრფელად უპასუხა. ჩაფიქრებული სახით ყოფნის შემდეგ ტელეწამყვანმა თამამად თქვა, რომ ჯანეტი უფრო უყვარს. იხილეთ პოზიტიური ვიდეო.
ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილს პატარა გოგონა იანვარში შეეძინა. „მის საქართველომ“ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. ცნობილი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ნიჭიერმა და საინტერესო პროდიუსერმა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად მესამე ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლად დაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა.