„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის მომავალი პრემიერის პოსტზე წარდგენას აპირებს

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადასტურა, რომ სააკაშვილის პრემიერ–მინისტრის სავარძელში ხილვა სურს

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ–მინისტრის პოსტზე წარადგენს, განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი სერიოზულადაა განწყობილი – ის უკრაინას ემშვიდობება

გოცირიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ლოგიკური იქნება მომავალი მთავრობის პრემიერ–მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენება. მას შემდეგ, რაც ის საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, პარტია ამ ინიციატივას ოფიციალურად განაცხადებს. თუმცა, გოცირიძე მიიჩნევს, რომ მისი გუშინდელი განცხადება ამის დასტური იყო.

ამასთან, სააკაშვილი საქართველოში ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ექვსი წელი აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააპატიმრებენ, თუ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„მე ვბრუნდები!“ – მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

სააკაშვილი ამჟმად უკრაინაში ცხოვრობს, აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა და უკავია უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

ოფიციალური პროცედურის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას განსახილველად წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუ ეს კნდიდატურა ჩავარდება, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.

ახალი არჩევნები არ ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი შეძლებს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების 1/3–ის მიერ წარდგენილი პრემიერ–მინისტრის დამტკიცებას.

ყველა ახალი ამბავი
0