„რთველი 2020“-ის ფარგლებში 500 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

© photo: Sputnik / STRINGERრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად წელს „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დღევანდელი მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში გადამუშავებულია 500 ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მევენახეები ძირითადად საადრეო ჯიშის ყურძენს აბარებენ. 

რთველი  - Sputnik საქართველო
რთველში სტუდენტები ჩაერთვებიან

ამ დროისათვის რთვლის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 80-მდე კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად წელს „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0