ღვთაების მონასტრამდე მისვლა უკვე განახლებული გზით არის შესაძლებელი

© photo: Sergo Edisherashvili / FBმარტყოფის მამათა მონასტერი
მარტყოფის მამათა მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვთაების მონასტერი დაარსებულია VI საუკუნეში13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, მამა ანტონ მარტყოფელის მიერ

თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. სოფელ მარტყოფში 6–კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა და ღვთაების მონასტრამდე მისვლა უკვე განახლებული გზით არის შესაძლებელი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ღვთაების სამონასტრო კომპლექსის მომლოცველები სარგებლობენ. რეაბილიტაციის შემდეგ სამონასტრო კომპლექსთან მისვლა უკვე დროის მცირე მონაკვეთში ავტოტრანსპორტითაც შესაძლებელია.

ზედაზნის მონასტერი
 - Sputnik საქართველო
ზედაზნის მონასტერთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, მოსახლეობას მარტყოფის ტურისტული პოტენციალი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაეხმარება.

„აღნიშნული გზა საერთოდ არ არსებობდა, გაუვალი იყო ტრანსპორტისთვის. ეს გზა ახლა უკვე ძალიან დატვირთულია ტურისტულად, აერთიანებს მიმდებარედ მდებარე მონასტრებს“, - განაცხადა ბუდაღაშვილმა.

მარტყოფიდან ღვთების მონასტრამდე მისასვლელ რეაბილიტირებულ გზაზე რამდენიმე ეკლესია-მონასტერია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი  სოფელ მარტყოფის (გარდაბნის რაიონი) მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე მდებარეობს. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.

ყველა ახალი ამბავი
0