საქართველოს პრეზიდენტმა ავღანელ ხალხს მიუსამძიმრა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალდიდობის შედეგად ავღანეთში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის დროს დაშავდა 250-ზე მეტი მოქალაქე

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ში დაწერა.

„ავღანეთში მომხდარი წყალდიდობა ნამდვილი ტრაგედიაა, რომელიც ავღანელ ხალხს თავს მაშინ დაატყდა, როცა ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებას ცდილობს. ჩემი უღრმესი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. ქართველი ხალხი ამ რთულ პერიოდში ავღანეთის გვერდით დგას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

წყალდიდობის შედეგად ავღანეთში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 250-ზე მეტი ადამიანი, დანგრეულია 1500-ზე მეტი სახლი.

 

ყველა ახალი ამბავი
0