Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ამ ქართველი ცნობილების და მსოფლიო სელებრითების მსგავსება გაგაოცებთ – ფოტოები

© Photo: Miranda Shelia / FBმირანდა შელია
მირანდა შელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ორეული. რთულია ამის დამტკიცება, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობილი ადამიანების უმეტესობას თავისი ორეული თუ არა, ისეთი ადამიანი მაინც ჰყავს, რომელიც ძალიან ჰგავს მას.

ზოგიერთი ბუნებრივად ჰგავს ამა თუ იმ ვარსკვლავს, ზოგიც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს იმისთვის, რომ თავის კერპს დაემსგავსოს. უცხოელ პოპულარულ ადამიანებთან ზოგიერთ მსგავსებას და საერთო შტრიხებს ქართველებშიც აღმოაჩენთ. შესაძლოა, ტყუპებივით მსგავსება ვერ დაინახოთ, თუმცა საერთო შტრიხები და მსგავსი იერი თვალში საცემია.

მელი ბაღდავაძე და ემილი რატაკოვსკი

A post shared by MELI BAGDAVADZE (@thekingmeli) on

მელი ბაღდავაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ პოპულარული გოგონაა და ის ძალიან ჰგავს ცნობილ მოდელს ემილი რატაკოვსკის. მელის მიმდევრები „ინსტაგრამზე“ მისი ფოტოების კომენტარებში ხშირად აღნიშნავენ მას და ემილის შორის საოცარ მსგავსებას, ზოგი იმასაც კი წერს, რომ ერთი შეხედვით ამ ორის გარჩევა უჭირს.

View this post on Instagram

@emily_rattajkowskii @emrata #sexy #babe #hotgirl #beautiful #beauty #model #gorgeous #brunette #topmodel @emily_rattajkowskii

A post shared by Emrata Emily (@emily_rattajkowskii) on

თეონა ჩაჩუა და კენდალ ჯენერი

საქართველოში ორეული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელს კენდალ ჯენერსაც ჰყავს. თეონა ჩაჩუა „ინსტაგრამზე“ პოპულარული ვლოგერია. მას 71.2 ათასი ხელმომწერი ჰყავს. თავის მიმდევრებს მაკიაჟის გაკეთების მეთოდებს და თავის მოვლის წესებს უზიარებს.

View this post on Instagram

throwback

A post shared by Kendall (@kendalljenner) on

შეუმჩნეველი არავისთვის რჩება, რომ ქართველი „ინფლუენსერი“ საოცრად ჰგავს კენდალ ჯენერს. ზოგიერთ ფოტოში კი მსგავსება იმდენად დიდია, რომ ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ კიდეც.

მირანდა შელია და ირინა შეიკი

View this post on Instagram

Главное правило реальности-не запутаться в своих иллюзиях.

A post shared by Миранда Шелия (@mimishelini) on

მირანდა „ინსტაგრამზე“ მიმი შელინის სახელით არის ცნობილი და მას ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ. მიმის ფოტოებს შეხვდებით „ინსტაგრამის“ სხვადასხვა გვერდებზე. ის აღნიშნულ სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. მას 832 000 ხელმომწერი ჰყავს.

View this post on Instagram

💚💚 @falconeriofficial #falconeri #ad

A post shared by irinashayk (@irinashayk) on

ეკა ქუთათელაძე და ანჯელინა ჯოლი

ეკა ქუთათელაძე 38 წლის ქალბატონია, რომელსაც ქუთაისელ ანჯელინა ჯოლის ეძახიან. თუმცა თვითონ ფიქრობს, რომ ანჯელინას არ ჰგავს. მისი აზრით, იგი ჩვეულებრივი გოგოა, არ არის სკანდალური და არც განსაკუთრებულად ლამაზია.

ყველა ახალი ამბავი
0