100 მილიონი მენაშენეების დასახმარებლად: საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა

გამოწერა
სახელწმიფო აპირებს გამოისყიდოს ფართობების ნაწილი მენაშენეებისგან, რაც, პრემიერის თქმით, დაუსრულებელ ობიექტებს დააზღვევს

თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობამ მენაშენეებისთვის გამოაცხადა კონკურსი, რომელიც დაეხმარება მათ გაუმკლავდნენ პანდემიას საკუთარი აშენებული ფართის ნაწილის სახელმწიფოსთვის მიყიდვის გზით, ნათქვამია უძრავი ქონების სააგენტოს ვებგვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მენაშენეს შეუძლია. ამისათვის მან სააგენტოს ვებგვერდზე განაცხადი უნდა შეავსოს და მიუთითოს, რამდენ ბინას ყიდის და რას აფასებს, ამასთან თბილისში ერთი კვადრატული მეტრის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 1,7 ათას ლარს, ბათუმში - 1,53 ათას ლარს, ქუთაისში - 1,445 ათასს, რუსთავში - 1,36 ათასს, ზუგდიდში - 1,326 ათასს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში - 1,36 ათას ლარს.

პირველი არხის შენობა - Sputnik საქართველო
აუქციონი არ შედგა: პირველი არხის შენობის გაყიდვა არჩევნების დასრულებამდე გადაიფიქრეს

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბინების შესაძენად სულ 100 მილიონი ლარი გამოიყო.

„ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ ას მილიონი ლარის საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყანაში“, - განაცხადა გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო მშენებლებისგან ფართობის 30%-ს გამოისყიდის.

„მენაშენეებს ექნებათ გარანტია, რომ სურვილის შემთხვევაში, ფართის 30 პროცენტი იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ. ეს ნიშნავს, რომ მათი რისკები იქნება მინიმალური და რაც მთავარია, მინიმალური იქნება რისკები იმ მოსახლეობის, ვინც ელოდება ამ ბინების აშენებას და ვინც ამაზე ფინანსურ დანახარჯს აკეთებს“, – განაცხადა თურნავამ.

ადრე სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ მზად არის იპოთეკური სესხების სუბსიდირებისთვის, რათა არ დაუშვას მასობრივი დაუმთავრებელი მშენებლობები.

ასობით მილიონი ლარი მშენებლობის დასახმარებლად: საქართველოს ხელისუფლების ახალი გეგმა >>

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში 4 169 მშენებლობის ნებართვა გაიცა და ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16,5%-ით დაეცა. ამასთან ნებართვების დიდი ნაწილი გაცემული მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად.

ყველა ახალი ამბავი
0