თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. გამალეის სახელობის ცენტრმა დოკუმენტები წარადგინა კორონავირუსის ვაქცინის პოსტრეგისტრაციულ გამოცდებზე, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ.
„ამ დროისათვის მიმდინარეობს მუშაობა საწარმოო სერიებზე და ხარისხის კონტროლზე“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელსაც სახელად Спутник V ეწოდა.
ვაქცინა გამალეის სახელობის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კლინიკური გამოცდების დროს ყველა საცდელ პირს გამოუმუშავდა ანტისხეულების მაღალი ტიტრები. ამასთან, სერიოზული გართულებები არც ერთ მათგანს არ დაფიქსირებია.
როგორ ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა აღნიშნა, ფონდმა ოცზე მეტი ქვეყნის განაცხადი მიიღო კორონავირუსული ვაქცინის ჯამში მილიარდი დოზის შეძენაზე. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკვე მოილაპარაკა ვაქცინის წარმოების შესახებ ხუთ ქვეყანასთან, რომლებსაც არსებული სიმძლავრეები საშუალებას აძლევს წელიწადში 500 მილიონი დოზა გამოუშვან.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის დენის მანტუროვის თქმით, ვაქცინის უცხოეთში ექსპორტი შესაძლოა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს.