შატილში გადაჩეხილი მიკროავტობუსის მძღოლს 30 წლიანი მუშაობის სტაჟი ჰქონდა

© Sputnik / Alexander ImedashviliMercedes-ის მარკის მიკროავტობუსები ავტოსადგომზე
Mercedes-ის მარკის მიკროავტობუსები ავტოსადგომზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპული მძღოლის ნათესავი, რომელიც ისრაელში იმყოფება, ხელისუფლებას სთხოვს საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოუშვან

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე 80 მეტრიანი სიმაღლიდან გადაჩეხილი მიკროავტობუსის მძღოლი გამოცდილი მძღოლი იყო და, სავარაუდოდ, ავარია ტრანსპორტის გაუმართაობამ გამოიწვია, განაცხადა დაღუპულის ნათესავმა ირაკლი მეტრეველმა.

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამი ადამიანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტებში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

© Sputnik / STRINGERსაშინელი ავტოკატასტროფა შატილში: დამტვრეული მიკროავტობუსის კადრები
შატილში გადაჩეხილი მიკროავტობუსის მძღოლს 30 წლიანი მუშაობის სტაჟი ჰქონდა - Sputnik საქართველო
საშინელი ავტოკატასტროფა შატილში: დამტვრეული მიკროავტობუსის კადრები

„ეს ადამიანი საქართველოში სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი ადამიანი მათთან სახლში არ არის. ამიტომ, მინდა საქართველოში ჩამოვიდე, რათა ის წესის მიხედვით დავკრძალოთ. ჩვენ კარანტინის გავლა გვიწევს, თუმცა მთავრობას ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი და არ გახდეს საჭირო კარანტინის გავლა“, - აცხადებს დაღუპულის ნათესავი ირაკლი მეტრეველი ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულს 30 წლიანი მუშაობის სტაჟი ჰქონდა.

მიკროავტობუსის 20 მგზავრიდან სამი იყო მამაკაცი, დანარჩენები ქალები იყვნენ.

© video: Sputnik / Vladimir Umikashvili, STRINGERსაქართველოში შატილში დაღუპულებს გლოვობენ - ვიდეო
შატილში გადაჩეხილი მიკროავტობუსის მძღოლს 30 წლიანი მუშაობის სტაჟი ჰქონდა - Sputnik საქართველო
საქართველოში შატილში დაღუპულებს გლოვობენ - ვიდეო
ყველა ახალი ამბავი
0