საკონსტიტუციო სასამართლოსთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია გაიმართა

© photo: Sputnikსაკონსტიტუციო სასამართლოს შენობა
საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე  მოძრაობის წევრებმა ყველა პატიმრის, გარდა პედოფილიაში ბრალდებულებისა, ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვეს.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ბათუმში საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპყრობილე - Sputnik საქართველო
რას წერენ ქართული გაზეთები: გამოცხადდება თუ არა მასობრივი ამნისტია საქართველოში

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „შემახე ამნისტია“ იყო, რომლის წევრებიც ხელისუფლებისგან, ყველა პატიმრის, პედოფილიაში ბრალდებულების გარდა ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე მოვამზადეთ და 10 სექტემბრისთვის პარლამენტშიც შევიტანთ. ამნისტია უნდა შეეხოს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, ყველას, გარდა იმ პირებისა, ვინც პედოფილიაშია მხილებული. ამ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა ამნისტია, წლების განმავლობაში კი ბევრი საქმე დაგროვდა, რომელიც გადახედვას საჭიროებს“, – განაცხადა უფლებადამცველმა ალექსი კობაიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პატიმრების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ადრე მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ და პატიმრების ოჯახის წევრებმა ანალოგიური მოთხოვნით აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართეს.

ყველა ახალი ამბავი
0