ფაშინიანმა შატილის ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერმა გულწრფელად თანაუგრძნო დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუსამძიმრა შატილის გზაზე ავტოავარიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, ფაშინიანმა ამის შესახებ Twitter–ში დაწერა, იუწყება Sputnik–სომხეთი.

​„ძალიან განვიცადე, ტრაგიკული საავტომობილო კატასტროფის შესახებ როდესაც გავიგე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა“, – დაწერა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის დროშა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უსამძიმრებს

მან თანაუგრძნო დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

კვირა საღამოს შატილის გზაზე ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი გიდია და ერთი უცხოეთის მოქალაქე. 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. ისინი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. ექიმები აცხადებენ, რომ დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

ხელისუფლებამ 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0