თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თბილისი-სენაკის ავტობანზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის შემდეგ მამაკაცს ავტობანზე კიდევ რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა.
თბილისი-სენაკის გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივია.