სასამართლომ შაქარაშვილის საქმის 11 ფიგურანტი პატიმრობაში დატოვა

© Sputnik / STRINGERმცხეთის რაიონული სასამართლო
მცხეთის რაიონული სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პროკურატურის პოზიციას და არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა გირაოთი გათავისუფლების შესახებ.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 11 ადამიანი, რომლებიც 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფიგურანტები არიან, იუწყება „პირველი არხი“.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მასმედიაში ახალი ჩვენებები გამოჩნდა: პროკურორის რეაქცია

მათ ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ეს ბრალდებები აქვს წაყენებული ექვს არასრულწლოვანსაც – მათი საქმე სასამართლო წარმოებად ცალკე გამოიყო.

ასევე ცალკე განიხილავს სასამართლო გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეს, რაშიც ბრალი ხუთ ადამიანს ედება – სამ სრულწლოვანს და ორ არასრულწლოვანს.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს, შემდეგ კი მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა მათ ორივე შემთხვევაში უარი ეთქვა.

გამოძიება აცხადებს, რომ შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მცხეთასთან ახლოს არაგვში იპოვეს.

მკვლელობის საქმეზე ადრე სასამართლო განიხილავს მანამდე მომხდარი სამი ჩხუბის ეპიზოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0