Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამდენი ვარდი ცხოვრებაში არავის უჩუქებია!“ - ვინ მიართვა ნუკის უშველებელი თაიგული?

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილს თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვეს. ტელესახემ რამდენიმე ემოციური ვიდეო საკუთარ გვერდზე განათავსა.  წარმატებული მსახიობი გაოცებას ვერ მალავს. ნახეთ, ვინ აჩუქა ტელეწამყვანს თეთრი ვარდები.

პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია. კორონავირუსის გამო ნუკი კოშკელიშვილმა მშობლების სახლში შვილთან ერთად გადმოინაცვლა. მისი ექიმი მეუღლე კი შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს. ნუკი ქმრისა და ვაჟის ვიდეოსაუბრების სურათებს ხშირად აქვეყნებს. მსახიობი ქმრის მონატრებას ვერ ეგუება. ბოლო პერიოდის მანძილზე მისი პოსტები გახდომას აღარ ეხება. ნუკი კოშკელიშვილმა ემოციური მიმართვების გავრცელება დაიწყო.

View this post on Instagram

ამაზე დაწერას ვაპირებდი მაინც და აი რა კარგი ფოტოები გამომივიდა, მადლობა @la_flora_tbilisi . ეს ყვავილები მე კომპანიამ გამომიგზავნა, თუმცა დაწერას ვაპირებ ქალზე და მამაკაცზე... ამ ბოლო დროს ბევრი მწერს (არ ვიცი რატომ!!) და მეკითხება ურთიერთობებზე, გეგონება რამე გამეგებოდეს. ძირითადად პრობლემა ყოველთვის ერთია!!! აი ყოველთვის! ბიჭმა გამოხატა ყურადღება, გოგო დაიმედდა, გრძნობები გაუჩდა... და მერე ბრახ და ან აიგნორებს ეს ბიჭი, ან სხვა გოგოს ეპრანჭება. გოგოებს რა გვჩვევია? თავის მოტყუება, კი, ოსტატები ვართ. “აუ იმას ეპრანჭება,რომ მე მაეჭვიანოს”, “არ მწერს მაგრამ ზუსტად ვიცი ფიქრობს”. “აუ ეს სტატუსი/ფოტო/ვიდეო ჩემ პონტში დადო”. ხოდა მეც ასე ვიყავი მთელი ცხოვრება აი მართლა ხან ვინ მიკიდებდა, ხან ვინ და მერე მე დავიკიდე და როგორც კი ვხვდებოდი რომ ბიჭი მაწვალებს ეგრევე ვივიწყებდი. არა ნუ ცოტა ვატრაკებ, ეგრევე არ გამოდის, მაინც ფიქრობ მერე კომპლექსდები. მე მართალია არაფერი გამეგება, მართლა!!! ერთი რაც მგონია!!! ვიმეორებ მგონია და არა ვიცი! არის ეს : რაც უფრო მეტად გკიდია მით უფრო მოსწონხარ, რაც უფრო უკარება ხარ მით უფრო უნდიხარ. თუ თავდაჯერებული ხარ, სულ რომ კვაზიმოდო იყო, ამას ვერ ხედავენ. და რაც მთავარია თუ ეს ნამდვილი სიყვარულია, ის არ გაგაწვალებს და ყველაფერს იზამს რომ ერთად იყოთ. აი ყველაფერს!!! და ვერავინ და ვერაფერი ვერ გააჩერებს! ეს ჩემი აზრია თუ ვცდები მითხარით.. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა @la_flora_tbilisi , ბევრჯერ დავდებ რომ ჩემმა ქმარმა ნახოს დაიმახსოვროს ეს კომპანია და მიგზავნოს ხოლმე ყვავილები სანამ შორს ვარ... 😜🌹🌹

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

„ინფლუენსერი“ მსახიობი ყვავილების ქართულმა ბრენდმა განსაკუთრებულად გაანებივრა. აღფრთოვანებულმა ნუკიმ რამდენიმე ვიდეო გადაიღო. ერთ-ერთი მათგანი გულის ამაჩუყებელი სიტყვებით იწყება. „დედას გეფიცებით, ამდენი ვარდი ცხოვრებაში ჩემთვის არავის არასდროს უჩუქებია! ისე მესიამოვნა, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

საზოგადოებამ ახლა ყველასათვის ცნობილი ნუკი კოშკელიშვილი თავდაპირველად პოდიუმიდან გაიცნო. მოგვიანებით სამოდელო სფერო სამსახიობო კარიერამ წარმატებით ჩაანაცვლა. უცხო გარეგნობა და ქარიზმატული ხასიათი ნუკის დამახასიათებელი თვისებები გახდა. სითამამემ და დახვეწილმა სტილმა ყოფილ მოდელს უფრო მეტი ხიბლი შესძინა და მაყურებელი სულ უფრო და უფრო დააინტერესა. მოგვიანებით ამერიკაში მოულოდნელმა გათხოვებამ დიდი აურზაური გამოიწვია. ყველა ჭორსა და ინტრიგას ვარსკვლავმა მორიდების გარეშე უპასუხა. ახლაც სოციალური ქსელით უკავშირდება „ფოლოვერებს“ და მათ კითხვებს ვირტუალურ სივრცეში გულახდილად პასუხობს. მეუღლე სოციალური ქსელით გაიცნო. აღნიშნავს, რომ ამერიკაში გამგზავრება დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. გაფრენისას იმასაც კი უშვებდა, რომ აეროპორტში სხვა ადამიანი დახვდებოდა, მაგრამ მათი შეხვედრა ძალიან ემოციური და რომანტიკული აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0