„ქართული ცეცხლი“: თბილისში ქართული ცეკვის ანსამბლის უფასო კონცერტების სერია გაიმართება

© courtesy of Royal National Balletსაქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი
საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაშკაშა შოუ „ქართული ცეცხლი“ თვითმყოფად ქართულ კულტურას და ხალხური ცეკვის მომაჯადოებელ სამყაროს წარმოგიდგენთ

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. „სამეფო ნაციონალური ბალეტის“ გამოსვლები მზიურის პარკში 28-30 აგვისტოს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

„ვინც აქამდე ვერ მოახერხეთ ჩვენს კონცერტზე მობრძანება ეხლა შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ. დასწრება თავისუფალია! დასაწყისი 20:00 საათზე“, - ნათქვამია ანსამბლის Facebook-გვერდზე.

კოლექტივი წარმოუდგენს მაყურებელს ქორეოგრაფიულ პროგრამას „ქართული ცეცხლი“. ეს არის ლირიკული შოუ, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურას აცნობს და ხალხური ცეკვის მომაჯადოებელ სამყაროში ჩაძირავს.

დიჯეი - Sputnik საქართველო
თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Hypersonic გაიმართება

პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ მისი მომზადებისას გამოყენებული იქნა ახალი მიდგომა: „ქართული ცეცხლი“ - ეს ცალკეული საცეკვაო ნომრების ერთობლიობა არაა, ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ერთი იდეა და სიუჟეტის ხაზი აერთიანებს.

„სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს. ანსამბლი ინარჩუნებს ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციებს, მას ასევე ახასიათებს ნოვატორობა და მაღალი პროფესიული დონე.

ბალეტის მოცეკვავეები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ანსამბლის მიზანია ქართული ცეკვის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0