სერიალ „შუა ქალაქის“ ერთ-ერთი ენერგიული და ეშხიანი მსახიობი სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო გააქტიურდა. ლელა მებურიშვილმა თვითიზოლაციის პირობებში ვიზაჟის შესწავლა დაიწყო. მან შედეგი საკუთარ „ფოლოვერებს“ Instagram-ის მეშვეობით გაუზიარა. მიუხედავად ბუნებრივი სილამაზისა, თაყვანისმცემლებმა ლელას გარეგნობა დაიწუნეს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მსახიობის მაკიაჟი „ფოლოვერებს“ არ მოეწონათ. მათი განცხადებით, ლელა ზედმეტი მაკიაჟისა და კოსმეტიკის გარეშეც შეუდარებლად გამოიყურება. ნახეთ, რა ისწავლა ტელეწამყვანმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში...
View this post on Instagramორი თვის განმავლობაში პირველად გავიკეთე მაკიაჟი და ცოოტა უცნაურად ვგრძნობ თავს😜😜😂🤔
„ორი თვის განმავლობაში პირველად გავიკეთე მაკიაჟი და ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს“, - დაწერა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში. ლელა მებურიშვილი ნიჭითა და სილამაზით გამოირჩევა. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. დახვეწილი მსახიობი სკანდალური განცხადებებისგან თავს იკავებს და ეპატაჟური ქცევებითაც არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ცხოვრებისეულ სირთულეებს და საკუთარ ემოციებს Instagram-ის მეშვეობით აზიარებს. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მის გვერდზე განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება. ლელამ ერთგვარი ინტერაქტივი შექმნა, რისი მეშვეობითაც მისი აქტიური „ფოლოვერები“ საკუთარ აზრს აფიქსირებენ. როგორც ჩანს, გულისხმიერი არტისტი მათ აზრს ითვალისწინებს. აღნიშნულ უახლეს სურათზე ლელას მინიმალური მაკიაჟი უსვია, მიუხედავად ამისა, გარკვეული კრიტიკა მაინც დაიმსახურა. აი, რას წერენ უცნობი „ინსტა-ფოლოვერები“: „თქვენი დახვეწილი სტილი ყოველთვის მომწონდა! გრძელი თმა უფრო გიხდებათ“; „უმაკიაჟობა უფრო გიხდება, ისედაც ლამაზი ხარ!“; „ასეც და ისეც საოცრად ლამაზი ხართ!“
View this post on Instagram
ლელა მებურიშვილი წლების წინ დაოჯახდა. ბაჩო საგანელიძესთან შეუღლების შემდეგ თამამ ნაბიჯებსა და ექსპერიმენტებს არ უშინდება. ლელას და ბაჩოს ქორწინებიდან ორი შვილი – ბიჭი და გოგონა ჰყავთ. უფროსი მწვანეთვალება ვაჟი დედის ასლია, ხოლო შავგრემანი გოგო ბაჩოს ჰგავს. ლელას თითოეულ ფოტოს ნახატს მიამსგავსებთ, მაგრამ ბოლო დროს მებურიშვილი ტრენდებს მიჰყვება და მისი სოციალური ქსელის დათვალიერება უფრო დიდი სიამოვნებაა. მსახიობის გვერდზე თაყვანისმცემლები განსაკუთრებით მაშინ ერთიანდებიან, როდესაც ლელა შვილებთან ან მეუღლესთან ერთად პოზირებს.