აზერბაიჯანში თოვლი მოვიდა

© photo: AR Ministry of Ecology and Natural Resourcesთოვლი აზერბაიჯანში
თოვლი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგვისტოსთვის უჩვეულო ბუნებრივი მოვლება დაარეგისტრირეს ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური კვლევითი კომპლექს „შაჰდაგის“ სამეცნიერო ცენტრში

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რეგიონში გასულ ღამეს გათოვდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

მოულოდნელი და აგვისტოსთვის უჩვეულო ბუნებრივი მოვლება დაარეგისტრირეს ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური კვლევითი კომპლექს „შაჰდაგის“ სამეცნიერო ცენტრში.

თოვს აგრეთვე სოფელ ხინალიგში (ყუბის რაიონი), რომელიც ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, 24 აგვისტომდე მოსალოდნელია ძლიერი ჩრდილოეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთის ქარი 18-23 მეტრი წამში სიჩქარით, დროგამოშვებით ქარის სიჩქარე მიაღწევს 30, ზოგჯერ კი 32-35 მეტრ წამში, რაც ბოფორტის სკალით ქარიშხალს შეესაბამება. ღია ზღვაში ტალღების სიმაღლე 6-8 მეტრს მიაღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0