ქობულეთში პოლიციამ ხუთი გამტაცებელი დააკავა

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ხუთმა პირმა დანაშაული ჩაიდინა, დანაშაულის მოტივია შურისძიება, დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა გახსნეს ადამიანის გატაცების საქმე დანაშაულის ჩადენის დღესვე, როდესაც გატაცებული თბილისიდან აჭარაში გადაჰყავდათ. ფაქტზე დაკავებულია ხუთი ადამიანი, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ოთხ დაკავებულს ჰქონდათ კონფლიქტი ერთ-ერთ ნაცნობ პირთან და მათ შურისძიება გადაწყვიტეს.

მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ მისსავე ბინაში თბილისში, შემდეგ იარაღის მუქარით ჩასვეს მანქანაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმართულებით წაიყვანეს. სწორედ მაშინ გააჩერა ავტომობილი პოლიციამ.

პოლიციის თანამშრომლებმა თავიდან დააკავეს ოთხი ბრალდებული პირი, შემდეგ კი - ავტომობილის მძღოლი.

ბრალდებულებს ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0