Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მეგონა ნაზი და ფარფატა გოგო გავზარდე“- ინგა გრიგოლიას ქალიშვილის შოკისმომგვრელი ვიდეო

© photo: Izosia / FBინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგა გრიგოლიას ერთი შვილი ჰყავს, რომელიც დედასავით უშიშარი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მარიამ გრიგოლია მოტოციკლეტს ეუფლება და დედას ვიდეოს უგზავნის. ნახეთ როგორ მართავს სპორტულ ტექნიკას ინგას ქალიშვილი

პოპულარული ჟურნალისტი ცხელ დღეებს TV Pirveli-ს საინფორმაციო გამოშვების მიღმა ატარებს. არხის თანამშრომლები შვებულების დაწყებისთანავე ზღვისპირეთში გაერთიანდნენ. ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მანამ სანამ დედას ესტუმრებოდა, მოტოციკლეტზე გადაღებული ვიდეო გაუგზავნა. ინგა გრიგოლიამ კი სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო და ვიდეო საკუთარ გვერდზე განათავსა. „შვილი-თხა. ქალი ვიცი მე ასეთი...მოტოთი რომ დაქრის ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში“, - წერს საკუთარ გვერდზე ინგა.  ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში გაოცებული მეგობრები გამოჩნდნენ. „ჩემი გადარეული გოგო“, „ეს მარია?!“, „ეს გიჟი გოგო მიყვარს“, „ რა ჯობია მერე! მიყვარს ასეთი „გიჟი", ცოცხალი გოგოები“. ინგა გრიგოლია თავის მხრივ პოსტს ასე ეხმაურება: „მეგონა ნაზი და ფარფატა გოგო გავზარდე...“

პოპულარული ჟურნალისტი 17 წლის ასაკში დაოჯახდა, ჰყავს 29 წლის შვილი – მარიამი და, როგორც თავად ამბობს, სტუდენტობის პერიოდში რომ არ დაოჯახებულიყო, ოჯახს დღემდე არ შექმნიდა.

„18 წლის ვიყავი, როდესაც მარიამი მეყოლა. ყოველთვის ვამბობ, დროზე ადრე რომ არ გავთხოვილიყავი, ალბათ ოჯახს არასდროს შევქმნიდი. არ შემიძლია, როდესაც ჩემ სახლში ჩემ გარდა ვინმე სხვა დადის. რაც არ უნდა მიყვარდეს, რამდენიმე დღე რომ ვნახო ჩემ სახლში, შეიძლება გავგიჟდე. კაცური ხასიათი მაქვს“, – აღნიშნა გრიგოლიამ. ინგა გრიგოლიას რვაჯერ დაუხურეს გადაცემა, თუმცა ის დღემდე შეუპოვრად აგრძელებს კარიერას და ბევრი ადამიანისთვის სიძლიერის მაგალითია. ამიტომ შეადარეს კოლეგებმა გენერალს.

49 წლის პოპულარული ჟურნალისტის შთაგონება ძლიერ სქესს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ, ის არ წყვეტს სიყვარულზე ხმამაღლა საუბარს.

 „ჩემი სამსახურებრივი წარმატება ან ახალი პროექტი უკავშირდება აქტიურ პირად ცხოვრებას, როდესაც ძალიან ვარ შეყვარებული, მამაკაცებს მხოლოდ დადებითი იმპულსები მოაქვთ“ .

ყველა ახალი ამბავი
0