„რთულია სხვის პირად ცხოვრებაზე კომენტარის გაკეთება. თუმცა მსგავსი ფაქტი , ჩემს წარსულ პირად ცხოვრებაზე გამახსენდა და პარალელს ვავლებ! ძალიან მძიმეა, როდესაც ყოფილი “მეუღლე” და შვილების დედა, აბსურდულ ბრალდებას გიყენებს ძალადობაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე! მე ყველაზე კარგად მესმის და ვიცი რა დონის ზიანი შეიძლება მოგაყენოს გამწარებულმა ქალმა. ისიც ვიცი, თუ რა რთულია ამ ბრალდების მიღება და გადატანა მშვიდად ისე, რომ არ გამოხვიდე წყობიდან და თავი ხელში აიყვანო…”- ასე ეხმაურება მარკუს მეტრეველი ქართველი ჩოგბურთელის გარშემო ატეხილ სკანდალს. ეპატაჟურმა მომღერალმა იგივე გზა გამოიარა, რასაც ახლა ნიკოლოზი გადის. მარკუსის წინააღმდეგ, მისი ყოფილი მეუღლე და ორი ვაჟის დედა არა ერთხელ გამოსულა. ისინი ერთმანეთს თოქ-შოუებშიც დაუპირისპირდნენ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მარკუსსა და მის ყოფილ ცოლს შორის ურთიერთობა დღემდე არ დალაგებულა. მარკუსის ყოფილი ცოლი ჟურნალისტი ლალი ქურდაძეა.
„მე მჯერა იმის რომ ნიკა ქალს ფიზიკურად არ გაუსწორდებოდა, მით უმეტეს შვილის თანდასწრებით. რასაკვირველია, ქალის პოზიციაც მესმის და შეიძლება დიდი სტრესის ფონზე, ისეთი ჩვენება მისცა, რომ მორალური ზიანი მიეყენებინა ნიკასთვის,“- ამ სიტყვებით ცდილობს მარკუსი საზოგადოების სიტუაციაში გარკვევას. ცნობილი მომღერალი მარკუს მეტრეველი პროფესიით ბერძნული ენის ფილოლოგია. მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა სკანდალების გარეშე. მეუღლე და ორი ვაჟი, 20 წლით უფროსი მდიდარი ქალბატონები, მისი ორიენტაცია, საქმიანობა და ფოტოსესიებიც კი, საზოგადოებას დიდი ხნის მანძილზე არ ავიწყდება.
გარდა იმისა, რომ მუსიკალური კარიერა ადრეული ასაკიდან საბერძნეთში დაიწყო, მხოლოდ ერთ პროფესიას არ ჰკიდებს ხელს. მარკუს მეტრეველმა სამოდელო სფეროშიც წარმატებით სცადა თავი და დიზაინერობაც დაიწყო. მომღერალ მარკუს მეტრეველს მდიდრულად ჩაცმა-დახურვა და მოგზაურობა ძალიან უყვარს. ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციასშიც კი საუკეთესოდ გამოიყურება. შესაბამისა, მას ბევრი განიხილავს, ზოგი კრიტიკულად, ზოგი აღფრთოვანებით.