ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის ვაჟს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ტაბიძე სავალუტო ჯიხურში შეიჭრა და მის მფლობელს სახეში ქვა რამდენჯერმე ჩაარტყა

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილს, 19 წლის ვახტანგ ტაბიძეს, რომელიც ყაჩაღურ თავდასხმაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რაჭაში 29 წლის მამაკაცი გაგუდეს: რა გახდა მკვლელობის მიზეზი

ტაბიძის დაკავების შესახებ ცნობილი 20 აგვისტოს გახდა. გამოძიების მონაცემებით, ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შეიჭრა, მის მფლობელს თავში ბლაგვი საგნით ურტყამდა და ფულს სთხოვდა. მაგრამ დაზარალებულმა წინააღმდეგობა გაუწია და ტაბიძემ საწადელს ვერ მიაღწია და შემთხვევის ადგილი დატოვა.

სასამართლოზე დაცვის მხარე გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნია და ჩინოვნიკის ვაჟს პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0