Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბენის მეგობრებს ცირკის მუშაკი ვგონივარ“- ნუკი კოშკელიშვილის გულახდილი აღიარება

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში ცხოვრებასა და თამამ ჩაცმულობაზე საუბრობს. რას ჰყვება და როგორ აღიქვამენ მის ფერად სამოსს შტატებში? ნუკის პასუხი გაგაკვირვებთ

ტოქშოუ „პროფილი“ ნუკი კოშკელიშვილს ახალ სახლში ესტუმრა. მსახიობმა კეთილმოწყობილ სახლში უზარმაზარი გარდერობი მოაწყო. ამბობს, რომ წლებია ამაზე ოცნებობდა. თუმცა, ამერიკიდან სულ ერთი ჩემოდნით ჩამოფრინდა და ტანსაცმელი ფაქტობრივად არ აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ ნუკი კოშკელიშვილი ქმარს დროებით დაშორდა. წყვილს ათასობით კილომეტრი კორონავირუსის პანდემიის გამო აშორებს. ნუკიმ რამდენიმე ემოციური პოსტი ქმარს მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ასე ურთიერთობა ძალიან გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექიმი ქმარი ბენჯი ხაიმი 24 საათის განმავლობაში ასობით კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს მკურნალობს, პატარა ვაჟს მხიარული განწყობით ესაუბრება. ამის ამსახველ ფოტოს ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი გვერდის „სთორიზე“ აქვეყნებს.

View this post on Instagram

☀️

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

პატარა ბიჭუნა ოლივერი მამას სულ უფრო მეტად ემსგავსება. წყვილი დისტანციურად ეკონტაქტება ერთმანეთს. „წინა ზოლშია, იბრძვის ყოველ დღე! დღეში 100-ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდო კორონა აქვს. სანამ მე ვჭიკჭიკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანა (ინფიცირებულების რაოდენობით) და შესაბამისად წითელ ზოლშია. არ ვიცი დავალაგე თუ არა აზრი, ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში“, – ასე ემოციურად ეხმაურებოდა ნუკი განვითარებულ მოვლენებს. თვეების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ნუკი მეუღლის მიმართ მონატრებას სხვადასხვა ქმედებებით ფარავს. ცდილობს, ყურადღება ახალ ჰობსა და საქმეებზე გადაიტანოს, თუმცა ამაოდ.

„მგონია, რომ ბენის ყველა მეგობარს ცირკის მუშაკი ვგონივარ. სულ მიყვარს, რომ ფარშევანგის ბუმბული უნდა მქონდეს გარჭობილი თავში. დაბადების დღეზე ან სხვა ღონისძიებაზე რომ მივდივარ, საქართველოში შემიძლია ზედმეტად გადავიპრანჭო. იქ ვინმეს იუბილეზე რომ მივდივარ, ყველას იუბილარი ვგონივარ. ასეთ დღეში ვარ. ამერიკაში ჩემს სურვილებს გასაქანი არ აქვს, იქაც მინდა უბნის გიჟი ვიყო, სამაგიეროდ აქ ვარ!“, - სიცილით ამბობს ნუკი.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას ტოქშოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ახლა კი სწორედ ქმარი და შტატებში გამგზავრება ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითი-დღე იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0