უახლეს ფოტოებზე თამუნა ლეკვეიშვილის ამოცნობა გაგიჭირდებათ. ეფექტური და ყოველთვის მომხიბლავი მსახიობი ახლა ბევრად მიმზიდველად გამოიყურება. ახალი იმიჯის მორგების შემდეგ სოციალურ ქსელშიც გააქტიურდა და „ფოლოვერებს“ სექსუალური ხასიათის ფოტოებითაც ანებივრებს. წონაში დაკლების შემდეგ მისი სხეული ბევრად უფრო პიკანტური გახდა, მის ტანს კი ღრმად ამოღებული დეკოლტე უფრო ამშვენებს. თამუნა ლეკვეიშვილი ზაფხულის დღეებს აუზზე ატარებს. მსახიობმა ულამაზესი ტანი გამოაჩინა და თაყვანისმცემლები გააოცა.
View this post on Instagram
ბოლო პერიოდში იუმორისტმა თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. წარმატებულ კარიერასთან ერთად თამუნას პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვს – მუსიკოსი მეუღლე გიგი ოქროპირიძე და სამი ულამაზესი შვილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, იღბლიანია და ის ოცნება, რაც ზესტაფონში ბავშვობის დროს ჰქონდა, დედაქალაქში ჩამოსულმა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც აიხდინა.
გასულ აგვისტოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან კადრების წასვლის შემდეგ ტელეკომპანიის გასართობი შოუების შემოქმედი ჯგუფი - „კომედი ჯგუფი“ გაიყო. ერთი ნაწილი, მათ შორის ვანო ჯავახიშვილი, ოთო ლომთაძე, თამუნა ლეკვეიშვილი, ვასო ფხაკაძე, თათია სულუაშვილი, ნიკა გრიგოლია, ილო ბეროშვილი და სხვა ცნობილი სახეები, სულ 13 ადამიანი, ნიკა გვარამიას „მთავარ არხზე“ გადაბარგდნენ.
View this post on Instagram
გუნდის ნაწილი „რუსთავი 2“-ზე დარჩა. დარჩენილებს შორისაა ალეკო მალხაზიშვილი და მისი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი, რომლებიც უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. მალხაზიშვილის თქმით, „კომედიში“ სულ 50 ადამიანი იყო და მათგან 13-მა დატოვა ტელეკომპანია.