ახალქალაქში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმის მანქანა ააფეთქეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა შემთხვევის ადგილზე
პოლიციის ლენტა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი 26 მარტს მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელშიც პარლამენტის წევრის ძმისშვილი მონაწილეობდა

თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ახალქალაქში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის, მარდუნ მკოიანის  მანქანა ააფეთქეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ახალქალაქში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ახალქალაქში  26 მარტს მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელშიც პარლამენტის წევრის ძმისშვილი  და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, სამველ პეტროსიანი მონაწილეობდნენ. 29 მარტს  პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის  229-ე მუხლით,  რაც აფეთქებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0