Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილის ახალი რჩეულის უახლოესი გარემოცვის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა – ფოტო

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ტელეწამყვანისა და მოდელის რჩეული, გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. ცნობილი ხდება, რომ ლაშა ბარათელის უახლოესი გარემოცვის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა.

გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ საჩინო გეგეჭკორი სანქტ-პეტერბურგში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულ მასმედიაში ვრცელდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის კრიმინალური „ავტორიტეტი“ რამდენიმე დღე მკურნალობდა და საავადმყოფოში დაიღუპა. გეგეჭკორი წარმოშობით აბაშის რაიონის სოფელ პირველი მაისიდანაა. კრიმინალური კარიერის განმავლობაში მან „კანონიერ ქურდად“ მონათლა არაერთი ცნობილი „ავტორიტეტი“.

ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გეგეჭკორის უახლოესი გარემოცვის წევრზე, ასევე „კანონიერ ქურდზეა“ შეყვარებული მოდელი შორენა ბეგაშვილი და სწორედ მის გამო დაანგრია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან ფარულად შექმნილი ოჯახი. გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, მათი ამჟამინდელი გავლენების, წარსული გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივისა და პრესის დაინტერესების გათვალისწინებით, ათ ყველაზე რეიტინგულ „კანონიერ ქურდს“ შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბარათელია.

ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ის ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელია, რომელსაც ასევე მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან. სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე, როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

მაგალითად, 2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს. მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში ბარათელი რუსეთში დააკავეს და მისი საქართველოში დეპორტაცია მოხდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცველები არ დახვედრიან. ის მხოლოდ მომდევნო დღეებში ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს, საიდანაც კვლავ რუსეთში დაბრუნებას ცდილობდა.

View this post on Instagram

#batumi

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და, ამასთანავე, ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ არის, სამართალდამცველებს მისი გათავისუფლება მოუწიათ. „კანონიერ ქურდს“ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და, გავრცელებული ინფორმაციით, ის ამჟამად თურქეთში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0