Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რაც აღარ ვეწევი, თმა მალე მეზრდება“ – ნანიკო ხაზარაძე უჩვეულოდ გრძელი თმით გამოჩნდა

© courtesy of Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანიკო ხაზარაძის შოკისმომგვრელი გარდასახვა. ტელესახემ ათი კილოგრამი მოიმატა და თმაც მხრებამდე გაზრდია.

ასეთი ნანიკო ხაზარაძე ჯერ არავის უნახავს. მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა 12 მაისს სიგარეტის მოწევას თავი დაანება და ეს სოციალური ქსელის მომხმარებლებსაც ამცნო, 10 კილოგრამი მოიმატა. როგორც ჩანს, ხაზარაძეს მომატება დიდი ხნის მანძილზე სურდა და სწორედ ახლა გამოუვიდა.

ტანწერწეტა სატელევიზიო სახემ რადიკალურ ცვლილებებს კარანტინის პერიოდში მიმართა. ჯერ თმა ყველა ტენდენციის დაცვით გადაიპარსა, შემდეგ საკუთარი ხელით შეიღება, ახლა კი თმა გაუზრდია. ყოველ შემთხვევაში, ტელეწამყვანი ირწმუნება, რომ რაც მოწევას თავი დაანება, თმა ძალიან მალე ეზრდება.

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი მუშაკია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“ დაიწყო. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს.

View this post on Instagram

✌🏻 ბარბარა ბრილსკა

A post shared by ნანიკო (@naniko.khazaradze) on

ტელეკომპანია „იმედში“ 2010 წლიდან გამოჩნდა. „დღის შოუ“ უმეტესად ცნობილი ქალბატონებით დაკომპლექტებულმა „იმედის დღემ“ ჩაანაცვლა, სადაც ნანიკო, ნიკოლოზ წულუკიძე, ეკა ამირეჯიბი, ეკო ფანგანი და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ წარმოდგენილი. მშვენიერი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას ფართო საზოგადოებას არასდროს უმალავს. ტელეეთერებში ხმამაღლა სხვადასხვა პრობლემებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.

View this post on Instagram

A post shared by ნანიკო (@naniko.khazaradze) on

2018 წლის ნოემბერში ნანიკო მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. ლევან მათითაშვილი ცნობილი ექიმის და უკვე ტელესახის, გადაცემა „ექიმების“ წამყვანის კოტე მათითაშვილის ძმაა. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წყვილი რომანს ხუთი წელი მალავდა.

ყველა ახალი ამბავი
0