თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. გერმანიაში მეცნიერებმა მოახერხეს ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანის დაინფიცირების საიდუმლოს ამოცნობა, იუწყება ჟურნალი Science.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ცნობილ „ეკლებს“, რომლის წყალობითაც სახიფათო ვირუსმა თავისი სახელი მიიღო, შეუძლია გადაადგილება და მოხრა, თუმცა ადრე ითვლებოდა, რომ „ეკლები“ თავისთავად მყარი იყო.
ასე რომ, გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ S-ცილის ის ნაწილი, ანუ ცილა–„ეკალი“, რომელიც შეიცავს რეცეპტორების დამაკავშირებელ უბანს და ინფიცირებულ უჯრედთან შერწყმისთვის საჭირო მექანიზმებს, დაკავშირებულია მოქნილი ფეხით.
ანუ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის „ეკალს“ აქვს სამი თავისებური „სახსარი“: „ბარძაყის“, „მუხლისა“ და „ტერფის“.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ასეთი მოქნილობა ვირუსს ეხმარება გადაადგილებასა და სამიზნე უჯრედთან დასაკავშირებლად რეცეპტორის მოძებნაში.
ტესტი კორონავირუსზე 30 წამში, სიზუსტე – თითქმის ასი პროცენტი: ახალი კვლევა ისრაელში>>
„როგორც თოკზე მიბმული საჰაერო ბუშტი, ეკლები ვირუსის ზედაპირზე მოძრაობენ და ამ გზით შეუძლიათ რეცეპტორის მოძებნა სამიზნე უჯრედთან შესარწყმელად“, – აღნიშნა კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა იაკომინ კრინსე ლოკერმა.