იოდდეფიციტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები: როგორი კვებაა საჭირო ამ დროს

CC0 / Pixabay / ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული
ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოდი ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია. ორგანიზმში ის თავისით არ წარმოიქმნება, უმთავრესად მიეწოდება ცხოველური და მცენარეული საკვებით.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა საკმარისი რაოდენობის იოდი არ მიიღო, ვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

რა სიმპტომები ახასიათებს იოდდეფიციტს

სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. იოდდეფიციტის დროს ადამიანს აქვს უმადობა, ცუდი განწყობა, იღლება სწრაფად, იწყება თმის ცვენა, კანის სიმშრალე, კბილების დაშლა, სმენის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, ხშირი თავის ტკივილი, ქვეითდება იმუნიტეტი, იწყება ხშირი გაციება და ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, იწყება ტკივილი გულის არეში, ქოშინი.

მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა. იოდდეფიციტი ხშირად ხელს უწყობს უშვილობას, სპონტანურ აბორტს, ანემიას. ზოგადად, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა სწორედ იოდდეფიციტს უკავშირდება. იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის ჰორმონებს და დიდდება, რის შედეგადაც ყალიბდება ჩიყვი.

იოდი - Sputnik საქართველო
იოდის ბადე – მარტივი, იაფი და ეფექტური

როგორ მივხვდეთ, აკლია თუ არა ორგანიზმს იოდი

თუ ადვილად იღლებით, ყველაფერი გავიწყდებათ, სწრაფად სიარულის დროს სუნთქვა გიჭირთ, ცუდად გესმით, სახეზე მოყვითალო ფერი დაგკრავთ, თვალების ქვემოთ არეები გიშუპდებათ, ენაზე შესამჩნევია კბილების ანაბეჭდები, გიჭირთ ცხვირით სუნთქვა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ეს იოდდეფიციტის ნიშნებია. თქვენს ეჭვს დაადასტურებს მარტივი ტესტი, რომელსაც სპეციალისტები გვიზიარებენ: ყურის საწმენდი ჩხირის ერთი ბოლო დაასველეთ იოდის 5%-იან ხსნარში და დაიხატეთ ბადე წინამხრის შიგნითა ზედაპირზე. თუ ორი საათის შემდეგ ხაზები გაქრა, ორგანიზმში იოდის დეფიციტია.

როგორი კვებაა საჭირო იოდდეფიციტის დროს

იოდდეფიციტის დროს სპეციალისტები გვირჩევენ მივიღოთ იოდის შემცველი პროდუქტები, კერძოდ: თევზი, სხვადასხვა ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, იოდიზირებული მარილი.

წიწიბურა - Sputnik საქართველო
რატომ უნდა შევაყვაროთ პატარას წიწიბურა და როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფაფა

იოდს შეიცავს ნიორი, ლობიო, წიწაკა, კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, კომბოსტო, კარტოფილი. ასევე იოდშემცველ პროდუქტებს მიეკუთვნება პური, რძე და რძის სხვა პროდუქტები. აღნიშნული პროდუქტების რაციონში ჩართვა ყოველდღიურადაა აუცილებელი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოდი სხეულში თავისთავად არ გამომუშავდება.

გაფრთხილებთ!

იოდდეფიციტის სამკურნალოდ იოდიზირებული აბების თვითნებურად მიღებისაგან თავი შეკავეთ. დოზირება უმჯობესია ექიმთან შეთანხმებით განისაზღვროს, რადგან ზედმეტი იოდი ორგანიზმისთვის ისეთივე მავნებელია, როგორც მისი დეფიციტი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0