კახა კალაძე: NDI-ს კვლევაში ბევრი უზუსტობაა

© photo: Sputnikკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო კვლევაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს.
კახა კალაძე: NDI-ის კვლევაში ბევრი უზუსტობაა
„მეც წავიკითხე ეს კვლევის შედეგები. აშკარად გარკვეული უზუსტობები არის, და რატომ არის ეს უზუსტობები, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ფაქტები, რაზეც იქ საუბარი იყო?.. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა – საზოგადოებას წარუდგინონ თავისი ხედვა, მიაწოდონ თავისი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე, წარუდგინონ პროგრამები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, წარადგინოს საკუთარი თავი.

ყველა ახალი ამბავი
0