რაზე შეუთანხმდა დაკავებული ექიმის ოჯახი ეკატერინე ტიკარაძეს

© Sputnik / Viktor Kaminskyეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტრო ეთანხმება იმას, რომ ამა თუ იმ სამედიცინო პროფესიების კომპეტენციების ჩამონათვალში მეტი სიცხადეა საჭირო

თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა.

ტიკარაძე: ჯანდაცვის უწყება მზადაა ექიმების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს >>

ექიმების საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ახალგაზრდა გოგონას 2018 წელს გაუკეთდა. ნათია ცირეკიძეს მაშინ კონსულტაცია ჩაუტარა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა, რომელიც შეპირდა პაციენტს, რომ მისი გამოკვლევების შედეგები გაიგზავნებოდა იტალიაში და მას ოპერაციას იტალიელი ექიმები ჩაუტარებდნენ. გოგონა დათანხმდა, თუმცა მას ოპერაცია თავად ყიფიანმა გაუკეთა, ნარკოზი კი - ანესთეზიოლოგმა მაგდა ხოჭოლავამ. მოგვიანებით, როდესაც გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა, მათ განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს, რომლის შემდეგ პაციენტი კომაში ჩავარდა და დღემდე კომაშია.

„ყიფიანის ოჯახიც ასევე მიიჩნევს, რომ დროულად არის საჭირო ყველა იმ პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ მეტ სიცხადეს შევიტანთ ყველა პროფესიის, დარგის კომპეტენციის ჩამონათვალში. ეს შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მოვლენას, რომ მოხდება ასოციაციების მობილიზება და ჩვენ რეგულირების სააგენტოსთან ერთად დავიწყებთ თითოეული საექიმო საქმიანობის დეტალურ გაწერას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ხელოვნური სუნთქვის აპარატი - Sputnik საქართველო
ქართველი მედიკოსები გაფიცვებით იმუქრებიან

მისი თქმით, თითოეული ექიმი შეძლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოდ ჩაატაროს ესა თუ ის მანიპულაცია, რაც სამართლებრივ ჭრილში, მოსამართლისა და გამომძიებლისთვის მეტად ცხადს გახდის, თუ სად გადის ზღვარი ექიმის დანაშაულსა და ექიმის პასუხისმგებლობას შორის, აღნიშნა ტიკარაძემ.

„შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ საშუალება, ექსპერტების სრული ჩართულობით, უფრო მეტად გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს, სადაც პაციენტის ოჯახს არ ექნება იმის განცდა, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას და გარკვეულ მიკერძოებას აქვს ადგილი“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

გამოძიების მონაცემებით, ყიფიანს მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა, ხოლო ხოჭოლავას საერთოდ არ ჰქონდა ოპერაციებზე დაშვება, რადგან კონსულტანტად მუშაობდა. გარდა ამისა, მათ ოპერაციისას დაუშვეს შეცდომები, რომლებმაც პაციენტის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

თუმცაღა კლინიკის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ განმეორებითი ოპერაციის დროს პაციენტის მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევამდე - ანესთეზიის გაკეთებისთანავე გაუარესდა.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
დაკავებული ქირურგი: პროცედურის დროს არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა ექიმების საპროტესტო აქცია, რომლებიც თავისი კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ქართველი ექიმების მხარდასაჭერად გამოვიდნენ იტალიელი კოლეგებიც - ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკიდან, სადაც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს მაგდა ხოჭოლავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი შეეფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს – პატიმრობა. აგრეთვე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები ასევე მოითხოვენ საქმის განმეორებით განხილვას ექსპერტების ჩართვისა და ინსპექციის ახალი ოქმის შედგენით - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო დარეგულირების სააგენტოს მიერ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მომიტინგეები არ გამორიცხავენ გაფიცვებს.

ვახტანგ ყიფიანის და მისი კოლეგების მხარდასაჭერად პერმანენტული საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში ორ კვირაზე მეტი ხანია მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0