ცნობილი ოჯახის პოპულარულ წევრს თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. ნინი ბადურაშვილის პოპულარობამ პიკს ქმართან დაშორების მერე მიაღწია. რამდენიმე თვის შექმნილი ოჯახი მოულოდნელად დაინგრა. ახლა ნინი პატარა ქალიშვილს მარტო ზრდის, მის მეუღლეს კი მოსკოვში მეორე ოჯახი და შვილი ჰყავს. ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახდა.
View this post on Instagramhi 👋 @machavariani_sopo @bagration.gogadze მადლობა თქვენ საოცარი გარდასახვისთვის🖤
ამ ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. მომღერალმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ საზოგადოება შოკში ჩააგდო. მომღერალს მწვანედ აქვს თმა შეღებილი და მთელი ტანი ტატუებით მოხატული. „იმედია დროებითია ხო?“ – კითხულობენ „ფოლოვერები“. აღმოჩნდა, რომ ეს იმიჯი მომღერალმა გადაცემა „პრაიმშოუს“ პრომოსთვის მოირგო, არც თმა შეუღებავს მწვანედ და მისი პანკური იმიჯიც დროებითია.
ელეგანტური ნინი ბადურაშვილი იმ ქართველ სელებრითებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც საკუთარი სტილი არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ჩაცმულობაშიც გამორჩეული აქვს. ტრენდულად ჩაცმა და მუდამ ფორმაში ყოფნა ნინის ყოველდღიური თანმხლებია. აღსანიშნავია, რომ ნინი სტილის გარდა საკუთარ სხეულზეც აქტიურად ზრუნავს.