Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 42 ათასს აჭარბებს

გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების ტემპები სომხეთში თანდათანობით იკლებს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ეპიდსაწინააღმდეგო ნორმები

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 42 056-ს მიაღწია, იუწყება Sputnik-სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

24 საათში მატებამ 210 შეადგინა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 833 ადამიანი (პლუს 1 გასულ დღე-ღამეში). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზების გამო გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა შეადგენს 249 -ს (პლუს 4 გასულ დღე-ღამეში).

გამოჯანმრთელდა 35 226 ადამიანი. მკურნალობას გადის 5 748 პაციენტი. ქვეყანაში სულ 188 567 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში მარტიდან 11 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. პირბადეების ტარების რეჟიმი შერბილებულია. დაიშვა შეკრებები და მიტინგები, ასევე ღონისძიებების გამართვა ეპიდსაწინააღმდეგო ნორმების დაცვით.

ყველა ახალი ამბავი
0