სოფო ნიჟარაძის დედა სულ რამდენიმე თვის წინ ბებია მეორედ გახდა. ცნობილმა მომღერალმა ფეხმძიმობა საგულდაგულოდ დამალა ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ იეჭვა. სოფო ნიჟარაძე რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს. არტისტმა ქვეყანა ფეხმძიმობის პირველ თვეებში დატოვა. მან ქალიშვილი სწორედ შტატებში გააჩინა. მასმედიაში სოფო ნიჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუც გავრცელდა, სადაც მომღერალი მუცლის დამალვას ცდილობს. „მთავარი არხის“ დილის ერთ-ერთი გადაცემა სოფოს სახლში ეწვია, სადაც მან საკუთარი დილის რუტინა საზოგადოებას გააცნო. აქ მომღერალი ორი თვის ფეხმძიმე იყო, თუმცა ეს ვერავინ შენიშნა. სოფო ნიჟარაძემ პირველ შვილს ელის-მარია დაარქვა.
სოფო ინტერვიუებში ჰყვება, რომ მისთვის დედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. გადატვირთული გრაფიკის გამო ნიჟარაძე უამრავი საქმის მოგვარებას დედის დახმარებით ახერხებს. პოპულარული მომღერლის ერთგული მეგობარი მხოლოდ დედაა. ოჯახში წლების წინ ტრაგედია დატრიალდა. სოფომ და მისმა უმცროსმა ძმამ მამა დაკარგეს. 2013 წელს მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას, სოფომ ეს შემზარავი ამბავი პირდაპირი ეთერის დაწყებამდე შეიტყო. ამ მიზეზით სოფო საბოლოოდ პროექტს გამოეთიშა. დიდი ხნის მანძილზე ის სცენას ვერ უბრუნდებოდა.
სოფოს დედა ქეთი ნიკოლაიშვილია. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. ჟურნალისტის კითხვაზე, დილით პირველს ვის ურეკავს, სოფო დაუფიქრებლად დედას ასახელებს. მომღერალი საზღვარგარეთ ამჯერად ოჯახის წევრების გარეშე გაემგზავრა. სოფომ ამერიკის ერთ-ერთ სამშობიაროში 2 ივნისს იმშობიარა. სოციალურ ქსელში ქეთი ნიკოლაიშვილს საჯაროდ ულოცავენ შვილიშვილის შეძენას. „ქეთი როგორია ბებიობა? კიდევ გილოცავთ, გკოცნით… მედიკომ ისეთი ლამაზიაო. სოფოს ჩემს მაგივრად მაგრად აკოცეთ. უფალმა ბედნიერი გაზარდოს! მიყვარხართ!..“ – ასეთ კომენტარს უწერენ სოფო ნიჟარაძის დედას სოციალურ ქსელში. კომენტარი ცნობილმა პროდიუსერმა კახი მამულაშვილმაც დაწერა. „ბებია“ - უწერს ქეთის „მამულიჩა“.
სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში საქართველო წარადგინა ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Shine, მაშინ ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.