Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სად ისვენებენ ცნობილი ქართველები – ფოტოები საქართველოს და მსოფლიოს ცნობილი კურორტებიდან

© Facebook / Ekaterina Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის დაუვიწყარი დღეებისთვის მომზადება ქართველმა ვარსკვლავებმა წინასწარ დაიწყეს. შოკოლადისფერი რუჯი და ხავერდოვანი კანი არც ერთ მათგანს არ აკლია, თუმცა ზღვის ნაპირზე ან მთაში დასვენება მეტ ენერგიას, სილაღესა და კომფორტს ჰმატებთ.

კორონავირუსის პანდემიამდე ცნობილი ქართველი ვარსკვლავების უმეტესი ნაწილი დასასვენებლად საზღვრებს მიღმა წასვლას ამჯობინებდა, თუმცა ახლა ისინი ქართულ კურორტებზე იმყოფებიან და ზაფხულის ცხელ დღეებს ულამაზეს, მხიარულ და, რაც მთავარია, მშობლიურ გარემოში ატარებენ.

View this post on Instagram

@daloodtbilisi Dress 💕

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili) on

ცნობილი ქართველები Instagram-ზე ხშირად გვიზიარებენ დასვენების დროს გადაღებულ ფოტოებს. ვნახოთ სად ისვენებენ ისინი და თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ, თუ სად გაატაროთ შვებულება, შესაძლოა ქართველი ვარსკვლავების ფოტოები თქვენი შთაგონების წყარო გახდეს.

View this post on Instagram

Exploring Georgia 🇬🇪🤍

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili) on

მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა საქართველოს რამდენიმე ულამაზესი კუთხე უკვე მოიარა. სალომეს შვებულების მიმართულებების რიცხვში აღმოჩნდა: რაჭა – Glamping Georgia, სვანეთი და, რაღა თქმა უნდა, ბათუმი. ამჟამად კი მოდელი სამცხე-ჯავახეთიდან უზიარებს ფოტოებს „ფოლოვერებს“.

ეკო ფანგანი – ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი თვალშისაცემი სტილი და დამახასიათებელი ხმის ტემბრი არავის ტოვებს გულგრილს. ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ოჯახის წევრებთან ერთად ჯერ სვანეთს მიაშურა, ახლა კი მზიანი დღეების გასატარებლად აჭარაში ისვენებს.

ვიცე-მის საქართველომ, მოდელმა და ცნობილი ჟურნალისტების ქალიშვილმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა დასვენება მეუღლესთან, მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად მოიწყო. წყვილი ჯერ ბათუმს, ახლა კი ციხისძირს სტუმრობს.

ქეთევან ხატიაშვილი ტანმოვარჯიშეა, საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და მალევე შეაყვარა ყველას თავი. მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მორაგბე დავით კაჭარავაა. ქეთი ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს.

View this post on Instagram

Video @g_mamasakhlisi @mariam_nakani Model @aleksandrapaichadze Location @esquissehotels 💥🦌💥

A post shared by Mariam Nakani (@mariam_nakani) on

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ქართველი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე მაინც ახერხებს და საქმეს სიამოვნებას უთავსებს. ალექსანდრამ უკვე მოიარა საქართველოს მაღალმთიანი თუ ზღვისპირა რეგიონები და თელავშიც მოასწრო გადაღებებზე ჩასვლა ფოტოგრაფ მარიამ ნაკანთან და გიორგი მამასახლისთან ერთად.

View this post on Instagram

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჯერ სვანეთს ესტუმრა, შემდეგ გურიაში გადაინაცვლა და გომის მთიდან საოცარი ფოტოებიც გაგვიზიარა. ბოლოს, ტრადიციულად, მცხეთაში, ოჯახის აგარაკზე დაბრუნდა.

View this post on Instagram

Wild 🌿

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

მომღერალი ლიზა ყენია გრიგოლეთს სტუმრობს და ხშირად უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს სექსუალურ ფოტოებს პლაჟიდან.

View this post on Instagram

💋

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საქმროსთან ერთად იტალიას სტუმრობდა. უალამაზეს ფოტოებს ქეთა „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.

View this post on Instagram

🤎

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

მოდელი ქეთი ჟღენტი ზაფხულს მეუღლესთან, მილიონერ თოშა ქებურიასთან ერთად საფრანგეთში, ულამაზეს კურორტზე ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0