თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი გაიხსნა

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBთბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი გაიხსნა
თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი, ასევე ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკით და სისტემებით

თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში, ავჭალაში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ავჭალაში მდებარე ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პირობები, დაცულია საცხოვრებელი სივრცის მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, შენობების ინფრასტრუქტურა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

საბყრობილე - Sputnik საქართველო
თეა წულუკიანი: ე.წ. მატროსოვის ციხე აღარ იარსებებს

„ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში მოქმედებს დროებითი მოთავსების იზოლატორისგან განსხვავებული რეჟიმი და დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ დამატებითი აქტივობებით. აღნიშნული შენობის გარეთ მოეწყო სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ასევე საერთო დარბაზი სატელევიზიო გადაცემების საყურებლად და სამაგიდო თამაშებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, როგორიც  დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი, ასევე ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკით და სისტემებით.

ახალი შენობების მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

 

ყველა ახალი ამბავი
0